ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 27 878-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 27 878-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 124 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 27 878 შეადგინა.

აღნიშნული მონაცემებით ბრაზილიამ ესპანეთს გადაასწრო და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დაიკავა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსი 26 928 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სულ ბრაზილიაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 465 166 შემთხვევა. ამ მონაცემებით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის შემდეგ.