ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევებმა ოთხ მილიონს გადააჭარბა
ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევებმა ოთხ მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 43 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 834 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა ოთხ მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, რეგისტრირებულია ინფიცირების 4 მილიონ 41 ათასზე მეტი შემთხვევა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 124 614-ს შეადგენს.

ამ მონაცემებით, ბრაზილია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.