ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 80 000-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 80 000-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვი 80 000-მდე გაიზარდა. ბრაზილია სამხრეთ ამერიკაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად რჩება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ს უკვე 5 541 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან ქვეყანაში 34 132 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ბრაზილიის მოსახლეობა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მიდგომას აკრიტიკებს, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, პანდემიას „ისტერიად“ მოიხსენიებს და არ აპირებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას.