ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 1 113 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსხვერპლის მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2 სექტემბრის შემდეგ პირველად დადასტურდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით 133 119 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსის 36 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების საერთო შემთხვევების რაოდენობა ბრაზილიაში 4 382 263-ს აღწევს. ინფიცირების შემთხვევებით ბრაზილია აშშ-ის და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.