ბრაზილიაში კორონავირუსის 44 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 984 პაციენტი
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 44 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 984 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სამი მილიონ 761 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 118 649-ს შეადგენს.
ამ მონაცემებით, ბრაზილია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.