ბრაზილიაში კორონავირუსის 40 816 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 921 ადამიანი
ბრაზილიაში კორონავირუსის 40 816 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 921 ადამიანი

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 40 816 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2.5 მილიონს უახლოვდება.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 921 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობა ქვეყანაში უკვე 88 539-ს აღწევს.

ინფიცირების შემთხვევებით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.