ბრაზილიაში კორონავირუსის 39 793 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 858 პირი
ბრაზილიაში კორონავირუსის 39 793 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 858 პირი

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 39 793 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 858 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ოთხი მილიონ 495 ათასზე მეტი შემთხვევა. პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობამ 135 793 შეადგინა.

გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. ასევე, ქვეყანა მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.