ბრაზილიაში კორონავირუსის 37 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 691 ინფიცირებული
ბრაზილიაში კორონავირუსის 37 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 691 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 691 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსის 37 614 ახალი შემთხვევა.

სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოში პანდემიის შემდეგ დღემდე აღრიცხული კოვიდინფიცირებულების რიცხვმა ექვსი მილიონ 204 ათასს გადააჭარბა. „კოვიდ-19“-ს ბრაზილიაში სულ 171 460 ადამიანი შეეწირა.