ბრაზილიაში კორონავირუსის 34 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 163 ინფიცირებული
ბრაზილიაში კორონავირუსის 34 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 163 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 34 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 163 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, ბრაზილიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“ სულ დაუდასტურდა 2 046 328 ადამიანს. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 76 688-ს შეადგენს.

ბრაზილია აშშ-ის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.