ბრაზილიაში კორონავირუსის 34 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 514 ინფიცირებული
ბრაზილიაში კორონავირუსის 34 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 514 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 34 130 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 514 ინფიცირებული. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19-ის ექვსი მილიონ 238 ათასზე შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 171 974 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.