ბრაზილიაში კორონავირუსის 33 431 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 708 პაციენტი

08:21, 03.10.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსის 33 431 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 708 პაციენტი კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ოთხი მილიონ 880 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 145 388 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

მსგავსი