ბრაზილიაში კორონავირუსის 26 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 599 პაციენტი

08:48, 04.10.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსის 26 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 599 პაციენტი კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ოთხი მილიონ 906 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 145 987 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

მსგავსი