ბოლო დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 101 ახალი შემთხვევა დაარეგისტრირეს. ვირუსს კიდევ 620 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 3 მილიონ 340 ათასზე მეტი შემთხვევა. „კოვიდ 19“ ფატალური აღმოჩნდა 107 852 ადამიანისთვის.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.