ბრაზილიაში კორონავირუსის 23 010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 572 პაციენტი
ბრაზილიაში კორონავირუსის 23 010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 572 პაციენტი

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 572 ადამიანი გარდაიცვალა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსს ქვეყანაში საერთო ჯამში 101 049 ადამიანი ემსხვერპლა.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 23 010 ახალი შემთხვევა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 3 მილიონ 35 ათასზე მეტი შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის შემდეგ.