ბრაზილიაში ერთ დღე-ღამეში „კოვიდ 19“-ის რეკორდულად დიდი რაოდენობა გამოვლინდა. კერძოდ, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 951 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 888 ადამიანი დაიღუპა.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში „კოვიდ 19“-ით 291 579 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსით ქვეყანაში გარდაცვლილია 18 859 ადამიანი.