ბრაზილიაში კათოლიკურ ეკლესიაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიაში კათოლიკურ ეკლესიაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
BBC-ის ცნობით, ყველა დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმა სან-პაულუს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკათედრო ტაძარში მოხდა.
როგორც BBC იუწყება, მესის დროს თავდამსხმელი ეკლესიაში ორი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და იქ მყოფების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ამის შემდეგ ბოროტმოქმედი საკურთხეველთან მივიდა და იქ თავი მოიკლა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება.
გაერო-ს ცნობით, ბრაზილიაში გასულ წელს 64 000 მკვლელობა დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლით კი ლათინური ამერიკის ქვეყანამ მსოფლიოში ყველა სახელმწიფოს გაუსწრო. თუმცა სტატისტიკის თანახმად, საჯარო ადგილებში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა საკმაოდ იშვიათად ხდება.