ბრაზილიაში განათლების სისტემის დაფინანსების შეზღუდვა გააპროტესტეს
ბრაზილიაში განათლების სისტემის დაფინანსების შეზღუდვა გააპროტესტეს

ბრაზილიაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა განათლების სისტემის დაფინანსების შეზღუდვა. აქციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

ეს ბრაზილიის ახალარჩეულ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული პირველი მრავალრიცხოვანი გამოსვლა იყო.

მანიფესტაციაში პედაგოგები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

თავად პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს „სასარგებლო იდიოტები“ და „იმბეცილები“ უწოდა.

დაგეგმილი შეზღუდვების შესახებ ბრაზილიის პარლამენტში განმარტების გაკეთება მოუწია განათლების მინისტრს. მან დაფინანსებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში ბრაზილიის წინა მთავრობა დაადანაშაულა.