ბრაზილიაში, ერთ-ერთ ბარში შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 11 ადამიანი.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი” ავრცელებს. თავდასხმა ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე, პარას შტატის ქალაქ ბელემში მოხდა.
თავდასხმაში შვიდი მამაკაცი მონაწილეობდა. ბრაზილიური მედიის ცნობით, მოკლულია ექვსი ქალი და ხუთი მამაკაცი. მათ უმრავლესობას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს.
სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს ერთ-ერთი თავდამსხმელი დაჭრეს და დააკავეს. თუმცა დანარჩენებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.