ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 47 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 47 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 47 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 271 ინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3 მილიონ 670 ათასამდე შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 116 580-ს შეადგენს.

ამ მონაცემებით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ.