ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსის 42 725 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1185 ადამიანი
ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსის 42 725 ახალი შემთხვევა აღრიცხეს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში 1185 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთო ჯამში, ბრაზილიაში გარდაცვლილია 53 830-ზე მეტი პაციენტი. ქვეყანაში ინფიცირებულთა ოდენობა 1 188 631-ს აღწევს.