ბრაზილიაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 13 944 შემთხვევა დაფიქსირდა
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი – 13 944 შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 202 918 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 13 933 ადამიანი.
არსებული ეპიდიმიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტი სან პაულოს გუბერნატორს კარანტინის მოხსნისკენ მოუწოდებს.
სან პაულო ბრაზილიის ყველაზე ხალხმრავალი შტატი და ქვეყნის ფინანსური ცენტრია, სადაც „კოვიდ 19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.