ბრაზილიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 1 071 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 1 071 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-სგან 1 071 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსისგან 71 469 ადამიანი არის გარდაცვლილი.

ბრაზილია ვირუსის გავრცელების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ქვეყანაში კორონავირუსის 1 839 850 შემთხვევა არის დარეგისტრირებული.