ბრაზილიაში ციხიდან გაქცევის მცდელობისას სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიაში ციხიდან გაქცევის მცდელობას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ ბელემში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაქცევის მიზნით ერთ-ერთმა პატიმარმა დაცვას ცეცხლი გაუხსნა, რასაც შეტაკება მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთ სამართალდამცველი და 20 პატიმარი. დაშავებულია 4 პოლიციელი.