ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 703 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 703 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 703 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსს ქვეყანაში საერთო ჯამში 101 752 ადამიანი ემსხვერპლა.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 22 048 ახალი შემთხვევა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 3 მილიონ 57 ათასზე მეტი შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის შემდეგ.