ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 47 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 086 ინფიცირებული გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 47 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 086 ინფიცირებული გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3 მილიონ 717 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 117 666-ს შეადგენს.
ამ მონაცემებით, ბრაზილია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.