ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 45 305 შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 45 305 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუცაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 254 ადამიანი.
სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 668 589 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 66 741-ს შეადგენს. ორივე მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის შემდეგ.