ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 30 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 682 ადამიანი
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის 30 000-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 682 ადამიანი.
ამრიგად, ბრაზილიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 4,1 მილიონს მიაღწია. ვირუსით გამოწვეულ დაავადება „კოვიდ-19“-ს 126 203 პაციენტი ემსხვერპლა.
ბრაზილია კოვიდინფიცირებულთა და ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე რჩება.