ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 18 615 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 194 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 18 615 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 194 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 18 615 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 194 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19-ის ექვს მილიონზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 169 183 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.