ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 13 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 377 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 13 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 377 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 13 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 377 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ ოთხი მილიონ 500 ათასზე მეტი შემთხვევა. პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობამ 137 272 შეადგინა.

გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ასევე, ქვეყანა მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.