ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 13 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 317 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 13 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 317 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 13 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 317 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ ოთხი მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევა. პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობა 142 058-ს შეადგენს.

გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ასევე, ქვეყანა მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

დატოვე კომენტარი