ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 39 436 ადამიანს დაუდასტურდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 39 436 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 374 ინფიცირებული.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბრაზილიაში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 1 145 906 შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რიცხვი კი, 52 645-ს შეადგენს.
ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.