ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 631 ადამიანი გარდაიცვალა. განახლებული მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 1 264 681 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით 72 100 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა.