ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 235 ადამიანი დაინფიცირდა, 749 პაციენტი კი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 27 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 749 პაციენტი.
შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 140 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 151 747 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.