ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 156 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსის 55 891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 85 238 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთო ჯამში, კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა ბრაზილიაში 2 343 366 შეადგინა.
ერთ-ერთი ინფიცირებული ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუა. ქვეყნის პირველ პირს „კოვიდ-19“-ზე ტესტი 21 ივლისს მესამედ გაუკეთეს, თუმცა მას ვირუსი კვლავ დაუფიქსირდა.