ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 456 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 365 პაციენტი
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 456 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 365 პაციენტი

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 8 456 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 365 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ოთხი მილიონ 915 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 146 352 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.