ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 45 048 შემთხვევა დაფიქსირდა
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა.
„სიენენის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 45 048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 1 214-ით გაიზარდა.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 70 398-ს აღწევს.