ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 054 ადამიანი
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 113 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 30 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 054 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსით 3 532 330 ადამიანი დაინფიცირდა. ბრაზილია ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.