ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 11 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, დაფიქსირდა გარდაცვალების 749 ახალი შემთხვევა.

ქვეყანას 188 794 ინფიცირებული ჰყავს და ამ მაჩვენებლით ის მეექვსე ადგილს იკავებს მსოფლიოში.

ვირუსს ბრაზილიაში 13 149 ადამიანი ემსხვერპლა.