ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 383 ადამიანი დაინფიცირდა, 1 212 კი გარდაიცვალა.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კოორნავირუსის 2.6 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ორ მილიონს აჭარბებს, 92 475 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, ბრაზილია კორონავირუსული ინფექცისგან ყველაზე მეტად დაზარალებულია.