ბრაზილიაში, პარას შტატში 860 მეტრიან ხიდს ხომალდი შეეჯახა. ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს. შედეგად ხიდის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა.
როგორც ბრაზილიური მედია იუწყება, ხომალდს პალმის ზეთი გადაჰქონდა. ეკიპაჟმა გემის მართვისას შეცდომები დაუშავა და ხომალდის შეჩერება ვერ შეძლო.
შეჯახების შემდეგ ადგილზე სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მედიის ინფორმაცით, ჯერ ვერ ხერხდება ეკიპაჟის ხუთი წევრის პოვნა.
თვითმხილველთა თქმით, ინციდენტის შემდეგ, მდინარეში ხიდზე მყოფი ორი ავტომობილი გადავარდა.