ბრაზილიაში ​კორონავირუსის 30 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ​კორონავირუსის 30 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში ​კორონავირუსის 30 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 571 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 300 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 156 47 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.