ბრაზილიამ აშშ-ს 2:0 მოუგო [ვიდეო]
ბრაზილიამ აშშ-ს 2:0 მოუგო [ვიდეო]

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა. ამერიკის ქალაქ ისტ-რუზერფორდში ტიტეს შეგირდები აშშ-ის ნაკრებს შეხვდნენ და 2:0 მოიგეს.

მე-11 წუთზე დუგლას კოშტას პასის შემდეგ, ანგარიში “ლივერპულის” ფორვარდმა რობერტო ფირმინომ გახსნა. სტუმრებმა პირველივე ტაიმში მეორე გოლიც გაიტანეს – ნეიმარმა პენალტით გამოიჩინა თავი.
ბრაზილიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ალისონი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (დედე, 80), ფილიპე ლუიში, ფაბინიო, კაზემირო, ფრედი (არტური, 60), ფილიპე კოუტინიო (ლუკაშ პაკეტა, 71), დუგლას კოშტა (ვილიანი, 61), რობერტო ფირმინო (რიშარლისონი, 75), ნეიმარი (ევერტონი, 80).