ბრაზილია-მექსიკა მეორე არხზე გადაიცემა
ბრაზილია-მექსიკა მეორე არხზე გადაიცემა

გამომდინარე საკმაოდ დატვირთული სპორტული განრიგიდან, დღევანდელი დღის პირველი მერვედფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბრაზილია და მექსიკა დაუპირისპირდებიან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე გადაიცემა.

ამის მიზეზი საქართველოსა და ავსტრიის საკალათბურთო ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩია, რომელიც თბილისის სპორტის სასახელში გაიმართება და პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე 19:00 საათზე დაიწყება.

რაც შეხება მეორე მერვედფინალურ მატჩს ბელგიასა და იაპონიას შორის, მას პირველი არხზე, 22:00 საათიდან იხილავთ.