ბრაზილია თელ-ავივში არსებულ საელჩოს იერუსალიმში 2020 წელს გადაიტანს
ბრაზილია 2020 წელს თელ-ავივში არსებულ საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამის შესახებ მან ბრაზილიის პრეზიდენტის ვაჟისგან შეიტყო, რომელიც იერუსალიმში ბრაზილიის სავაჭრო და საინვესტიციო მხარდაჭერის სააგენტოს გახსნის ცერემონიას ესწრებოდა.
იერუსალიმში საელჩო პირველმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაიტანა. შემდეგ იგივე გააკეთა გვატემალამაც, რამაც პალესტინის უკმაყოფილება გამოიწვია.