პრემიერლიგის ბინადარმა „ბრაიტონმა“ ბოლო დღეების განმავლობაში მეორე შენაძენის შესახებ გამოაცხადა. 2020-21 წლების სეზონიდან გუნდში ითამაშებს „აიაქსისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მცველი იოელ ველტმანი.
28 წლის ფეხბურთელთან, რომელსაც დაცვის მარჯვენა ფლანგზე და ცენტრში შეუძლია თამაში, სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
2019-20 წლების სეზონში ველტმანმა „აიაქსის“ რიგებში 30 მატჩი ჩაატარა და არც ერთ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. მას 21 მატჩი და ერთი გოლი დაუგროვდა ნიდერლანდების ნაკრებში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ბრაიტონმა“ კონტრაქტი გაუფორმა „ლივერპულის“ ყოფილ ფეხბურთელს ადამ ლალანას.