ანსუ ფატი „ბრაიტონში“ იჯარით ითამაშებს #1TVSPORT
ანსუ ფატი „ბრაიტონში“ იჯარით ითამაშებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ შემტევი ანსუ ფატი ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს კარიერას.

კატალონელთა გარემარბი ახლოს არის „ბრაიტონში“ გადასვლასთან იჯარის წესით. „ბარსელონა“ მზად არის, მიიღოს ინგლისელთა წინადადება, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

„ბრაიტონში“ გადასვლის გადამწყვეტი ფაქტორი გახდა ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფატიმ კარიერის „ტოტენჰემში“ გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ ლონდონურმა კლუბმა ვერ შეძლო „ბარსელონასთან“ მოლაპარაკება.