მუდრიკმა „ჩელსიში“ სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
მუდრიკმა „ჩელსიში“ სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეში იმყოფება, ფილადელფიაში შეხვდა „ბრაიტონს“ და 4:3 მოიგო.

ეს მატჩი იმით არის აღსანიშნავი, რომ „ჩელსის“ რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა უკრაინელმა მიხაილ მუდრიკმა, რომელიც ლონდონურ კლუბში ამა წლის იანვარში გადავიდა. გასულ სეზონში გარემარბმა 17 მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მუდრიკის გარდა, „ჩელსის“ მხრიდან გოლები გაიტანეს ნკუნკუმ, გალაჰერმა და ჯექსონმა.

„ჩელსიმ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: კეპა არისაბალაგა, გუსტო (ჰემფრიზი, 71), ტიაგო სილვა (ჩალობა, 46), კოლვილი (ჰოლი, 81), ჩილუელი (კუკურელია, 46), სანტოსი (ფერნანდესი, 63), გალაჰერი, სტერლინგი (ანჯელო, 63), ჩეკვუემეკა (კაზადეი, 46), მატსენი (მუდრიკი, 46), ნკუნკუ (ჯექსონი, 63).

„ჩელსი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ სამ შეხვედრას გამართავს: „ნიუკასლთან“, „ფულჰემთან“ და „დორტმუნდთან“.