ფაბრიციო რომანო – კაისედო „ლივერპულში“ გადასვლაზე უარს ამბობს და მხოლოდ „ჩელსიში“ თამაშს აპირებს #1TVSPORT
„ბრაიტონის“ 21 წლის ნახევარმცველმა „ლივერპულის“ ხელსაყრელი წინადადება უარყო და თავისი სიტყვის ერთგული რჩება – კაისედო „ჩელსის“ წარმომადგენლებს დაპირდა, რომ კარიერას მხოლოდ ლონდონურ კლუბში გააგრძელებს, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ფაბრიციო რომანომ.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, კაისeდომ პირადი კონტრაქტის დეტალები „ჩელსისთან“ მაისში შეათანხმა და ეკვადორელი ფეხბურთელი საკუთარ მომავალს „ჩელსიში“ ხედავს, თუ, რა თქმა უნდა, „ბრაიტონმა“ ლონდონელებთან შეთანხმებას მიაღწია.
ევროპულ პრესაში იწერებოდა, რომ „ლივერპული“ მზად იყო, კასედო ტრანსფერში 110 მილიონი ევრო გადაეხადა.
EXCLUSIVE: Moisés Caicedo has just informed Liverpool that he only wants to join Chelsea! 🚨🔵🇪🇨 #CFC
Caicedo has decided to keep his word and only accept Chelsea as personal terms were agreed since end of May.
Chelsea, set to bid again in order to get deal done with Brighton. pic.twitter.com/HI3geVVq9Z
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 11, 2023