ფაბრიციო რომანო - კაისედო „ლივერპულში“ გადასვლაზე უარს ამბობს და მხოლოდ „ჩელსიში“ თამაშს აპირებს #1TVSPORT
„ბრაიტონის“ 21 წლის ნახევარმცველმა „ლივერპულის“ ხელსაყრელი წინადადება უარყო და თავისი სიტყვის ერთგული რჩება – კაისედო „ჩელსის“ წარმომადგენლებს დაპირდა, რომ კარიერას მხოლოდ ლონდონურ კლუბში გააგრძელებს, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ფაბრიციო რომანომ.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, კაისeდომ პირადი კონტრაქტის დეტალები „ჩელსისთან“ მაისში შეათანხმა და ეკვადორელი ფეხბურთელი საკუთარ მომავალს „ჩელსიში“ ხედავს, თუ, რა თქმა უნდა, „ბრაიტონმა“ ლონდონელებთან შეთანხმებას მიაღწია.
ევროპულ პრესაში იწერებოდა, რომ „ლივერპული“ მზად იყო, კასედო ტრანსფერში 110 მილიონი ევრო გადაეხადა.