რობერტო დე ძერბი „ბრაიტონს“ დატოვებს - იტალიელი სპეციალისტის გადაბირება „ბაიერნსა“ და „მილანს“ სურთ #1TVSPORT
რობერტო დე ძერბი „ბრაიტონს“ დატოვებს - იტალიელი სპეციალისტის გადაბირება „ბაიერნსა“ და „მილანს“ სურთ #1TVSPORT

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იტალიელი სპეციალისტი რობერტო დე ძერბი ინგლისურ „ბრაიტონს“ დატოვებს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დე ძერბი გუნდს უკანასკნელად 19 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გაუძღვება. 44 წლის მწვრთნელი „ბრაიტონს“ 2022 წლის სექტემბრიდან წვრთნის. გასულ სეზონში ის „თოლიებს“ ევროტურნირის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

ევროპული სპორტული მედიის ინფორმაციით, იტალიელის გადაბირება მიუნხენის „ბაიერნსა“ და „მილანს“ სურთ. ორივე გუნდი ახალ დამრიგებელს ეძებს.

გარდა „ბრაიტონისა“, რობერტო დე ძერბი დონეცკის „შახტარს“, „სასუოლოსა“ და „პალერმოს“ ავარჯიშებდა.